ninea

ჩვენ შესახებ

   ნინეას ამბავი

   ნინეა ქალების მიერ ქალებისთვის შექმნილი ბრენდია და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შთავაგონოთ ისინი,არასდროს შეწყვიტონ საკუთარი თავის ძიება, თვითშემეცნება საკუთარ თავთან ჰარმონიის მიღწევის მიზნით.

ჩვენი სახლში სანებივრო სამოსი ხასიათის მიხედვით შეგიძლია მოირგო, იმისათვის, რომ ღიად გამოხატო იმწუთიერი განწყობა, შემართება, ბოლომდე აჰყვე საკუთარ ნებას და ამ გზით ესაუბრო შენს მეს, შენს პირად სივრცეში.

ნინეა საკუთარ მომხმარებელს ჰგავს. ჩვენ დინამიურობის და მუდმივი განვითარებისთვის უწყვეტი ძიების გვწამს.

ნინეა, ისევე როგორც ნინეას ქალი ღია და ლაღია, თუმცა აფასებს პირადი სივრცის მნიშვნელობას საკუთარ თავთან საუბარში, თვითგამორკვევის პროცესში. სივრცის -რომელშიც ყველაფერი ვიცით საკუთარი თავის შესახებ, სადაც საკუთარ თავს ვანებივრებთ და დროს ვუთმობთ. ხელშეუხებელი სივრცე, რომელშიც სოციალური ნიღბების გარეშე ვარსებობთ, მაქსიმალურად ნამდვილები, გულწრფელები ვართ.

 

ნინეას ფილოსოფია

თვითშემეცნება ჰარმონიისთვის

    საკუთარ თავთან ჰარმონია, უპირველესად თვითშემეცნებით მიიღწევა. თვითშემეცნება განვითარების, პიროვნების ფორმირების საუკეთესო გზაა. ის არა სტატიკური მომენტი, არამედ დინამიური პროცესია, როცა გაყინული მდგომარეობის ნგრევა და საკუთარი მესთვის ფრთების ბოლომდე შესხმაა საჭირო. მხოლოდ მუდმივი ექსპერიმენტებით, საკუთარი თავის მოსმენითაა შესაძლებელი ჩვენში დამალული რეალური პიროვნების პოვნა, ავთენტური, ნამდვილი მეს მიღწევა.

 

სახლი თვითშემეცნებისთვის

ნინეასთვის სახლი საუკეთესო ადგილია საკუთარ თავთან საკომუნიკაციოდ, საკუთარი ემოციების, გონებისა და სხეულის მოსასმენად. ეს არის შეუზღუდავი ლაბორატორია ექსპერიმენტებისთვის. ადგილი, სადაც სოციალური ნიღბის გარეშე ვარსებობთ და ყველაზე ახლოს ვართ საკუთარ მესთან, ნამდვილ პიროვნებასთან ჩვენში.

 

სახლში სანებივრო სამოსი

ნებისმიერი ტანსაცმელი გარესამყაროსთან, სახლის სამოსი კი - საკუთარ თავთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა. ჩვენ გვჯერა, რომ ემოციების და განწყობების გარეთ გამოტანა საკუთარ თავთან საუბრის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა და იმისთვის, რომ ნებისმიერი ხასიათის გამოხატვა შეძლო, ვქმნით სახლის სამოსს, რომელიც მრავალფერია როგორც შენი განწყობები, და სხვადასხვა ფორმის - როგორც შენი პიროვნება.